აგვისტოდან ქორწილების რიტუალები ძვირდება


  • პირველი აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების ღირებულება იზრდება – ამის შესახებ მთავრობამ დადგენილება 18 ივლისს გამოსცა.

სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.

ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი – 135 ლარი. დღეს იგივე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში 90 ლარი ღირს. სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია დღეს 170 ლარი ღირს. აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.

რაც შეეხება გადახდის წესს, მომხმარებელმა, სერვისის საფასური განცხადების შეტანის დღესვე უნდა გადაიხადოს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!