22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება


  • 22 აპრილი დედამიწის დღეა და ის 193-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად მსოფლიოში 1970 წელს აღინიშნა , ხოლო საქართველო მას 1990 წლიდან შეუერთდა.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ყოველი წლის 22 აპრილს, კამპანია “დავასუფთაოთ საქართველოს” ფარგლებში, მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება დასუფთავების აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კამპანიას “დავასუფთაოთ საქართველო” მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე უერთდება.

“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველოს” მიერ წელს , დასუფთავების აქცია დაიგეგმა15 აპრილიდან 25 აპრილამდე. აღნიშნულ კამპანიას შეუერთდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

15, 16, 17, 18, 19 , 20 და 21 აპრილს ზუგდიდის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ დაირგო მწვანე ნარგავები და დასუფთავდა სკოლებისა და ბაღების შიდა ეზოები და მათი მიმდებარე ტერიტორიები.

22 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია.

აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზო. ასევე ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს თანამშრომლების მიერ დასუფთავდა მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპირო. სოფლების: ზედაეწერის, რიყის, ინგირისა და ნარაზენის ცენტრები, მდინარე სინწის კალაპოტი, რუხის ციხის შიდა ეზო ,სოფელ დარჩელში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქისა და სოფლების ცენტრალური ქუჩები, სკვერები და საქმიანი ეზოები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!