17 სექტემბერს, “ზუგდიდობა 2023” გაიმართება


  • 17 სექტემბერს, ზუგდიდში “ზუგდიდობა 2023” გაიმართება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

14 სექტემბერს, სადღესასწაულო დღეები გაიხსნება ბენდის 4D Monster Lobsters – ის სოლო კონცერტით.

15 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე. ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი, წელს მეორედ გაიმართება.

17 სექტემბერი- ღონისძიების კულმინაცია ” ზუგდიდობა 2023″

დღის განმავლობაში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში და დადიანების სასახლეში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის: წიგნის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა, სოფია ხარჩილავას დეფილე, რეწვის ოსტათა გამოფენა- გაყიდვა, უფლისწულ ნიკოს ვახშმის სტილიზებული წარმოდგენა.

დღის დასასრულს, საპატიო წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია

სადღსასწაულო დღეები გალა-კონცერტით დასრუდლება.

მონაწილეები: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე , ნატალია თავართქილაძე და ქართული ნაციონალური ბალეტი ” სუხიშვილები” .


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.