ხვალ თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “აბუ და ბე”


  • 16:00 მაისს, 15:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგენილი იქნება სპექტაკლი “აბუ და ბე“.

“ზუგდიდის დადიანის თეატრის კიდევ ერთი საჩუქარი ბავშვებს. კიდევ ერთი საამაყო სპექტაკლი. მუსიკის მკვლევარი პერსონაჟები პატარა მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. აბუ, ბე, აბდა და უბდა საოცარ თავგადასავალს გპირდებათ.

ისინი მაყურებელთან შესახვედრად აბდაუბდა სამყაროდან ჩამოვიდნენ და ამტკიცებენ, რომ მუსიკა აკეთილშობილებს ნებისმიერ არსებას.

​დადიანის თეატრი ჩვენს ძვირფას პატარა მაყურებელს, მრავალფეროვანი წარმოდგენის გარდა, საგანმანათლებლო და შემეცნებით სპექტაკლს ჰპირდება, რომელიც ზრდასრულებსაც არ დატოვებს გულგრილს”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!