ზუგდიდის თეატრი 156 წლის გახდა


  • ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 156 წლის გახდა.

“დღეს ჩვენი თეატრი 156 წლის გახდა. მისი შექმნაც ახალგაზრდების გაცხოველებულმა სურვილმა და საჭიროების აუცილებლობამ გამოიწვია. 1868 წელს სწორედ ევროპული დარამატურგია გახდა საწინდარი ზუგდიდში სცენისმოყვარეებს დაედგათ სპექტაკლი “ძალად ექიმი.” მას შემდეგ 156 წელმა განვლო. დადიანის თეატრი საინტერესო რეჟისორების ინტერესის ადგილი ხშირად გამხდარა. ბევრმა ნიჭიერმა მსახიობმა აიდგა ჩვენ თეატრში ფეხი. ზუსტად მათ შექმნეს ჩვენ ქალაქში თეატრალური კულტურა და მათ მიმართ მადლიერების გრძნობა ყოველთვის გვექნება. ეს გზა, რომელიც თეატრმა განვლო, თავის აღმასვლით, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისთვის, რადგან მათი დამსახურებით, თეატრი დღესაც ქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია. შენობის უქონლობის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თეატრი განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა. ამჟამად თეატრს 16 მოქმედი სპექტაკლი და მეტად განსხვავებული რეპერტუარი აქვს, რომელიც მორგებულია ყველა სეგმენტზე, რაც ჩვენი პირობების ფონზე დიდი წარმატებაა. ასევე ვამაყობთ მაყურებლით, რომელიც ბოლო პერიოდის მანძილზე, ძალიან დაუახლოვდა თეატრს.

საუკუნეების მანძილზე, თეატრი მეტად აქტიურ როლს ასრულებს სამოქალაქო ცხოვრებაში და გარკვეულ წილად, შეიძლება ასე ითქვას, რომ ბრძოლის ველზე დგას ყოველდღიურად. ასევე გვახსოვდეს, რომ პროგრესულ იდეათა დამკვიდრების თვალსაზრისით, თეატრის სახეცვლილება თანამედროვე ეპოქაში და ჩვენი, თითოეული ადამიანის ჩართულობა სათეატრო ხელოვნების პროცესებში მეტად მნიშვნელოვანია წინსვლისთვის. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს.”-ნათქვამია თეატრის განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!