- გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვალიდან ზუგდიდის აგრალური ბაზარი დაიხურება “ზუგდიდელებს” დაუდასტურა შ.პ.ს. სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა.
“ჩვენ დაგვირეკეს ხვალიდან, რომ დავხუროთ ბაზარი. მოვაჭრეები გაფრთხილებულნი არიან, მაგრამ ძალიან ცუდად მიიღეს ეს საკითხი”, -გვითხრა ბარძემაშვილმა.
ზუგდიდისა და ფოთის ბაზრის შესაძლო დახურვაზე რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.