გუბერნატორი: “შესაძლოა, ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც დაიხუროს…”


  • ბრიფინგზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეეხო აგრალური  ბაზრების თემას:

“ასევე მინდა შევეხო აგრალური ბაზრების მდგომარეობას, გუშინ, ჩვენ შტაბის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, სენაკის აგრარული ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით, მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო იმისაკენ, რომ ეს ღონისძიება არ არის ის რაც სახელმწიფოს ინტერესებში აქვს, რომ გინდა თუ არა დაიკეტოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენი უსაფრთხოება იქნეს დაცული. სავარაუდოდ, ალბათ ყველა აგრარულ ბაზარს შეეხება და სამივე აგრარული ბაზარი ჩვენს რეგიონში იქნება დახურული. მხოლოდ დისტანციის დაცვა არაა საკმარისი. აქ არის ნაღდი ფულის მოძრაობაზე და იცით, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ფულით იქნა დაინფიცირებული, ამდენად, ჩვენ ვერ დავაყენებთ ვერავის რისკის ქვეშ, შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიხუროს ბაზრები ორშაბათიდან. შესაძლოა, ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც დაიხუროს”.-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!