ჭაქვინჯის #2 საბავშვო ბაღში სათამაშო ატრაქციონი დამონტაჟდა


  • ჭაქვინჯის (ბაღმარანის) #2 საბავშვო ბაღში სათამაშო ატრაქციონი დამონტაჟდა. საბავშვო ბაღის ეზოს სათამაშო ატრაქციონით აღჭურვა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადგილობრივი განვითრებისა და ინოვაციების ცენტრის” პროექტის ფარგლებში განხორციელდა (პროექტი – “სკოლამდელი აღზრდის განვითარების ხელშეწყობა” – დონორი-სლოვაკეთის საელჩო).

ატრაქციონი ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ი/ს “დათო ბაბუას” სახელოსნოში დამზადდა.

სკოლამდელ საამღზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია ამბობს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების მთავარი პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა, დაცული გარემოს შექმნაა აღსაზრდელებისათვის. “ჩვენ ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბაღების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-აღჭურვა. ძალიან კარგი, პროდუქტიული თანამშრომლობის და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ალერტკარელ აღსაზრდელებს ბაღის ეზოში გასართობი სივრცე აქვთ. მადლობა ამისთვის ყველა ჩართულ მხარეს”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!