შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ემზადება 2023 წლის გამოცდების ჩასატარებლად


  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების ჩასატარებლად აქტიურად ემზადება – ცენტრი პროცესის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

„წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც – გამოცდების ჩასაბარებლად რაჭიდან სხვა რეგიონში წასვლა საჭირო აღარ იქნება, რაც აბიტურიენტებს როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.

საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით, პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, ასევე დამხმარე მასალების – რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდვა და დახარისხება დასასრულს უახლოვდება. ამ მასალებთან ერთად მიმდინარეობს საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის ჩაწერა ლეპტოპებში, ამოწმებენ ხმის გამაძლიერებლებსა და ყურსასმენებს, აგრეთვე, კალმებს. საგამოცდო განრიგი მალე გამოქვეყნდება, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრებში გამოსაცდელთა განაწილება მოხდება,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!