შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა.

დასრულებულ სამუშაოს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

შამგონის გარდა ახალი საბავშვო ბაღები რუხში, დარჩელსა და ჭითაწყარში შენდება.

ახალ საბავშვო ბაღებში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

2023 წელს დაგეგმილია 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია.

ბაღები რომელთა მშენებლობაც მიმდინარე წელს დაიწყება:

ზუგდიდის სოფელ ოდიშის ,,ოდიში” საბავშვო ბაღი,

ზუგდიდი „წითელქუდა“ საბავშვო ბაღი

ზუგდიდის #5 საბავშვო ბაღი

ზუგდიდის სოფელ ქვემოკახათის საბავშვო ბაღი

ზუგდიდის სოფელ ოქტომბრის საბავშვო ბაღი

ზუგდიდი სოფელ ერგეტის საბავშვო ბაღი

ბაღები რომელთა რეაბილიტაციაც 2023 წელს დაიწყება:

ზუგდიდის სოფელ კახათის ,,რწმენა” საბავშვო ბაღი

ზუგდიდის სოფელ რიყეს საბავშვო ბაღი

ზუგდიდის სოფელ ცაცხვის საბავშვო ბაღი

ზუგდიდის სოფელ ნარაზენის #2 საბავშვო ბაღი

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის მიხედვით, რომელიც საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბურ სამუშაოებს გულისხმობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სულ 214 ბაღის ინფრასტრუქტურული პროგრამა მოგვარდება, რითაც არსებული საჭიროება სრულად აღმოიფხვრება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!