არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლები პრაქტიკოსის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ


  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა მხარდაჭერისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას.

სამინისტროს ინფორმაციით, “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლები პრაქტიკოსის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ და მათ კიდევ რამდენჯერმე მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.

“აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლებისთვის დამატებით შეთავაზებული იქნება მოსამზადებელი კურსები, როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავების, ასევე ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების მიმართულებით. ამასთან, ცვლილებების შესაბამისად, ისინი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ისარგებლებენ დადგენილებით გათვალისწინებული იმ პირობებით, რითაც პრაქტიკოსი მასწავლებლები სარგებლობდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების პროცესს, რომელიც ზაფხულში დასრულდება. შეფასების შედეგების საფუძველზე მასწავლებლებს შესაბამისი (წამყვანის ან მენტორის) სტატუსი 2023 წლის 1 სექტემბრამდე მიენიჭებათ”.-აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!