ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს


  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით. ხშირ შემთხვევაში, ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ ოპერაციის ხარჯები, როგორც დიაგნოსტიკასთან, ისე ოპერაციასთან დაკავშირებული. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, 120 ათას ლარს დღეიდან სრულად დაფარავს სახელმწიფო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!