ჯანდაცვის მინისტრმა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა


  • ჯანდაცვის მინისტრმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად, საოპერაციო შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

რუხის საუნივერსიტეტო მრავალპროფილური კლინიკა 15 სექტემბერს გაიხსნა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები ამოქმედდა. დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური, ადგილობრივი და სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!