ქალაქის საკრებულოს მორიგ სხდომაზე


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №21 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

2. „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ„ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

3. „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 მაისის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

სამივე საკითხის მომხსენებელი იყო საკრებულოს იურიდიულ და სამადატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=alSLPCtGsK8[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!