თქვენი მასპინძელია “ტექნოპარკი ზუგდიდი”


ზუგდიდის ახლადგახსნილ ტექნოპარკში ხუთი სივრცეა, თითოეული მათგანს სხვადასხვა ფუნქცია და დანიშნულება აქვს. სივრცეები აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი აპარატურითა და ტექნიკით. საინფორმაციო ტურებზე უკვე მოდიან სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, სტუდენტები და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები.

“ტექნოპარკი ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპით და ხელს უწყობს ინოვატორებსა და დამწყებ ბიზნესებს მიიღონ სხვადსახვა სერვისები”, ამბობს „ზუგდიდელებთან” საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო ეფხოშვილი. მისი თქმით, ტექნოპარკის გახსნამ დიდი ინტერესი გამოიწვია ზუგდიდში. ტექნოპარკში დასაქმდებიან  ადგილობრივი მოქალაქეები. ის მოუწოდებს ყველას გამოიყენონ ის სერვისს მომსახურებები, რასაც ტექნოპარკი სთავაზობს მათ.

ნინო ტექნოპარკის სივრცეებს გვათვალიერებინებს. პირველად საკონფერენციო დარბაზს ვსტუმრობთ. „საკონფერენციო დარბაზი გათვლილია 100 ადამიანზე და ნებისმიერი სახის ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი“. დარბაზის გვერდით არის კომპიუტერული ლაბორატორია და ონლაინ კონფერენციებისთვის განკუთვნილი ოთახი, სადაც შესაძლებელია ვიდეოკონფერენციებისა და ონლაინ შეხვედრების  ჩატარება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=xEzCFxS-7RE[/embedyt]

“რობოტიკის სივრცე” გათვალისწინებულია  სხვადასხვა სახის ვორქშოპებისთვის. შესაძლებელია ლეგოს  რობოტების აწყობა და დაპროგრამება. “საერთო სამუშაო ოთახში” შეუძლია ნებისმიერ მსურველს მოვიდეს და ისარგებლოს უფასო ინტერნეტით. „საერთო სამუშაო სივრცის მიზანი  გახლავთ, ხელი შეუწყოს ადამიენების გაცნობას და ერთმანეთთან კავშირის დამყარებას”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OLTVUHnCw2U[/embedyt]

პროტოტირებას ემსახურება სამრეწველო ლაბორატორია, ფაბლაბი. „დანადგარებზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მუშაობა, მხოლოდ აპლიკაციის შევსებაა საჭირო, რომელიც ჩვენს ფეისბუკ გვერდზეა მითითებული’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bbzEpmBjtXU[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!