კახათელი მოსწავლეების წარმატებები


#ახალიზუგდიდელები

  • კახათის N 1 საჯარი სკოლის მოსწავლეების სახელზე არაერთი საინტერესი პროექტის განხორციელებაა. სკოლის დირექტორი მანანა მებონია პირად გვერდზე, მისი სკოლის მოსწავლეების ბოლო წარმატებაზე წერს:

“ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ირაკლი კაკულიამ გაიმარჯვა გერმანიის საგარეო საქმეთა ინიციატივა “სკოლები მომავლის პარტნიორების”მიერ ინიცირებულ ვიდეო- კონკურსში, რომლის თემაც იყო: “ნიშნები სკოლაში” და სრული დაფინანსებით გერმანიაში გაემგზავრება გერმანული ენის სამკვირიან საზაფხულო კურსზე.

მეთე კლასელი ტატა ჭკადუა კი, საქართველოდან ერთადერთი მონაწილე იქნება რუმინეთის საერთაშორისო ბანაკისა, სადაც 40 ქვეყნის ახალგაზრდები შეიკრიბებიან და იმუშავებენ პროექტზე “In My Room” და განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: გამოწვევები მოზრდილად გახდომისას, მშვიდობა, დემოკრატია. ტატამ მოიპოვა სრული დაფინანსება.

ვულოცავ ირაკლის და ტატას ამ წარმატებას, ვუსურვებ ბედნიერ მოგზაურობას და ლამაზ დღეებს საერთაშორისო ბანაკებში და დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი მიღწევების, ჩემო ვარვსკვლავებო…”

წარმატებების სურვილი “ზუგდიდელებისგანაც”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!