გაკვეთილები ” ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში”


  • დიდგორობას, რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ორგანიზებით, დაიწყო ეთნოგრაფ იოსებ შენგელიას გაკვეთილები ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ჩატარდა საჯარო ლექცია საბრძოლო ხელოვნებასა და უძველეს თამაშობებზე.

წიგნის მოყვარული ახალგაზრდების ჯგუფ B612-ის წევრებმა წარმოადგინეს დღესდღეობით დავიწყებული სამეგრელოში გავრცელებული უძველესი ხალხური თამაშობები: ციხობანა, ქუდობაია, შინკობაია, დროშობაია, ჭუკობაია და რიკი დო ლამფა.

ჩატარდა შეჯიბრი მშვილდის სროლაში.

რუხის ციხის მიმდებარე მდინარეზე ეთნოგრაფმა იოსებ შენგელიამ ახალგაზრდებს უჩვენა კიბორჩხალის ხელით ჭერის ოსტატობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!