უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია 20 ადამიანი


  • უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საჰაერო კადეტები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ცნობით, თვითმფრინავმა Antonov-26-მა კატასტროფა აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვის მიდამოებში დაშვებისას განიცადა.

თვითმფრინავში, ეკიპაჟის ჩათვლით, 23 ადამიანი იმყოფებოდა. ოფიციალური პირების თქმით, გადარჩენილებმა დაზიანებები მიიღეს. კადეტები ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტიდან იყვნენ, თვითმფრინავი კი სასწავლო ფრენას ასრულებდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!