სოფლებში “ზუგდიდდასუფთავების” გუნდმა შეუფერხებლად რომ იმუშაოს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ზუგდიდასუფთვების’’  გუნდი ინტენსიურად მუშაობს. სოფლის ცენტრებში ნაგვის ურნები და კონტეინერნები დროულად იცლება. კონტროლიორები, მეველეები და ბრიგადირები დღის ნებისმიერ დროს აკონტროლებენ ტერიტორიებს. გასულ წელს, ივნისის თვეში, რაიონის ტერიტორიაზე განთავსდა ლითონის 90 ცალი ახალი 1.1 მ3 ტევადობის ნაგავშემკრები კონტეინერი, მაგრამ „ზუგდიდდასუფთავების’’ ხელმძღვანელის ნუგზარ მალაშხიას თქმით, ეს რაოდენობა არ ფარავს ნაგავშემკრებ კონტეინერებზე რაიონის მოთხოვნილებას. მოსახლეობის მოთხოვნილების შესრულების უზრუნველსაყოფად, სასურველია დამატებით შეძენილ იქნას:
-300 ცალი1.1 – 1.3 მ3 ტევადობის ლითონის კონტეინერი სავარაუდო ღირებულებით 240 ათასი ლარის, რომელიც განთავსდება სოფლების ტერიტორიულ ერთეულებში.
– ასევე სოფლის ტერიტორიული ერთეულებისთვის საჭიროა შეძენილ იქნას:
0.67 მ3 ტევადობის მეტალის ურნები 200 ცალი, სავარაუდო ღირებულებით 120 ათ. ლარის.
– 240 ლიტრი ტევადობის პლასტმასის ურნები 250 ცალი,150 ათ.ლარის,
სულ ყველა კატეგორიის ურნების შესაძენად საჭირო იქნება დაახლოებით 510 ათ. ლარი.
სოფლის ტერიტორიული ერთეულების სრულყოფილად მომსახურეობისა და სამუშაოების დროულად შესრულების მიზნით, სასურველია 2016 წლისათვის შეძენილი იქნას შემდეგი სახის ტექნიკა:
– ნაგავმზიდი ავტომანქანა 20 – 24 მ3 ტევადობის, 2 ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 400,0 ათასი ლარი;
– ნაგავმზიდი ავტომანქანა 6 – 16 მ3 ტევადობის, 2 ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 240.0 ათასი ლარი;
– ზღვის ქვიანი სანაპირო ზოლის დამსუფთავებელი მანქანა (ქვების შემგროვებელი) , სავარაუდო ღირებულებით 400,0 ათასი ლარი;
– საკურორტო ზოლში ტროტუარებისა და სკვერების დამგველი მანქანა 2 ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 200 ათასი ლარი;
– გზის მოსარწყავი და მრეცხავი მანქანა 1 ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 100 ათასილარი;
– ასენიზაციის მანქანა 1ერთეული ,სავარაუდო ღირებულებით 150 ათასი ლარი;
– ბულდოზერ– ექსკავატორი 1 ერთეული,სავარაუდო ღირებულებით 160 ათას ილარი;
– თვითმცლელი ტრაქტორი 1 ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 65 ათ. ლარი.
– მოტოროლორები 4 ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 60 ათასი ლარი;
სულ დასახელებული ტექნიკის შესაძენად საჭიროა 1775.0 ათასი ლარი.
მალაშხიას განცხადებით: „2015 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა „ნარჩენების მართვის“ კოდექსი. კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ჯარიმები პირობების დამრღვევ პირთა მიმართ. კოდექსის ამოქმედება პირველ  ეტაპზე კი დაეტყო მოსახლეობას, კომერციულ ობიექტებს, საწარმოებს, ორგანიზაციებს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ამოქმედდა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების ეფექტური მექანიზმი და კოდექსმა დაკარგა მოქმედების ძალა და არეალი. დარღვევები ისევე გრძელდება, როგორც ეს კოდექსის ამოქმედებამდე იყო. საჭიროა, ამ მიმართულებით მიღებული იქნას საჭირო ზომები.’’


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!