“იასამნისფერი აქცია” და პანდუსები


დღეს,’’პროკრედით ბანკთან’’ არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯემ’’ და მისმა ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ  გააპროტესტეს და  ჟურნალისტებს უჩვენეს ბანკთან არასტნდარტულად განთავსებული პანდუსი. მისი თქმით, პანდუსის ქანობი არ უნდა აღემატებოდეს ექვს გრადუსს, განსაკუთრებულ შემთხვევაში რვა გრადუსს, “თუმცა ჩვენ დღეს მივიღეთ ორმოცდაათ გრადუსზე მეტი მქონე პანდუსი, რაც ყოვლად დაუშვებელია.” ფასანძის განმარტებით, მათ ქონდათ მერიისგან პირობა, რომ ნებისმიერი მშენებლობა  იქნებოდა პირად კონტროლზე აყვანილი და არ მოხდებოდა არასათანადო პანდუსების მშენებლობა. ფასანძის ინფორმაციითვე, არასტანდარტულია ბანკ „ვითიბის’’ პანდუსიც. „საუნჯის’’ ხელმძღვანელი ითხოვს, ხარვეზების  დროულ გამოსწორებას.

[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]

სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა: „ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს “პროკრედით ბანკის” ხელმძღვანელობასთან. გასასვლელთან არის ხის კულუმბო, რომელიც შესამცირებელია,  შესაბამისად, ისინი ახლა რასაც აკეთებენ  მათ საკადასტრო საზღვრებშია, ჩვენ მივსცემთ შესაძლებლობას, გადმოვიდნენ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ   ტერიტორიაზე და  მოიყვანონ ნორმატივებთან შესაბამისობაში. მე მქონდა „პროკრედიტ ბანკის’’ არქიტექტორთან ამ საკითხზე საუბარი და ეს პრობლემები აუცილებლად გამოსწორდება. რაც შეეხება ზოგადად სიტუაციას ქალაქში, მგონი უკეთესი მდგომარეობაა, ქალაქის მერიის მიერ ორმოცამდე პანდუსი მოეწყო  ტროტუარებზე.   ასევე  გამოსწორდა გამგეობის შენობის პანდუსი, ასევე ადაპტირებული გახდა ჩვენი შენობა. მოეწყო პანდუსები მუსიკალური სკოლის შენობაში. მე მესმის ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა ქალაქში და ერთბაშად  ამ საკითხის მოგვარება  თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ამ საკითზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვახორციელებთ გარკვეულ სამუშაოებს.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!