სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე ჭყლეტის დროს 120 ადამიანი დაიღუპა


  • სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე ჭყლეტის დროს 120 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 100 დაშავდა.

ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქის ითხევონის რაიონში მოხდა, სადაც ბევრი ღამის კლუბი, კაფე და რესტორანია განლაგებული. ამ რაიონში კოვიდპანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების გაუქმების შემდე პირველად იმართებოდა ღონისძიებები.

ოფიციალური პირები ჯერ ვერ ასახელებენ მიზეზს, რის გამო დაიწყო ჭყლეტა. მედია წერს, რომ არეულობის დაწყებამდე ორი ადამიანი უგონოდ დაეცა ქუჩაში.

ადგილობრივი ჟურნალისტები ასევე წერენ, რომ ჭყლეტის დროს სეულის აღნიშნული რაიონის ქუჩებში 100 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

მომხდარის გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!