საყოველთაო ლოცვა აღესრულა


დღეს, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში, მეუფე გერასიმემ აღასრულა სადღესასწაულო წირვა. წირვის დამთავრების შემდეგ. 12.00 საათზე, შესრულდა პატრიარქის კურთხევა და მრევლმა მეუფესთან და ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან ერთად აღასრულა ღვთისმშობლის ლოცვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!