საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 531 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 362 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 383, „პისიარ“ ტესტით – 22 979.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 36,47%, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო 7 დღის – 27%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 314 603 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 089 091 გამოჯანმრთელდა, 15 212 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 750 228 აცრა, დღიურად აცრილია 2 443.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 850 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 962 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!