საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 463 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 958 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 801, პისიარტესტით – 17 157.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,91 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,88 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,62 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 302 785 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 749 გამოჯანმრთელდა, 4 007 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 36 056 პირი, დღიურად აცრილია – 1 559.

კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 566 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 706 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!