საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 187, პისიარტესტით – 14 564.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის –  3,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –4,55 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 301 535 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 286 გამოჯანმრთელდა, 3 992 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია  34 897 პირი, დღიურად აცრილია –1 560.

კარანტინის რეჟიმშია 232, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 527 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 682 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

8 + ten =

Akismet ანტისპამი