საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 660 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 24 359 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 451, პისიარტესტით – 7 908.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –  2,08 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,36 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 264 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 256 684  გამოჯანმრთელდა, 3 336 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 304, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 045 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 284 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five + sixteen =

Akismet ანტისპამი