საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 850 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 718, პისიარტესტით – 7 132.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 256 287 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 246 459 გამოჯანმრთელდა, 3 127 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 538, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 770 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 346 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 + fifteen =

Akismet ანტისპამი