საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 937 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში ბოლო 24 საათში 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 113 986 გამოჯანმრთელდა, 1 267 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 2 104 მოქალაქე, თვითიზოლაციაშია 52 822 პირი, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 857.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen + eight =

Akismet ანტისპამი