სამხრეთ კორეაში კორონავირუსზე ტესტს კატებსა და ძაღლებს ჩაუტარებენ


  • სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში კორონავირუსზე ტესტს კატებს და ძაღლებსაც ჩაუტარებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ქალაქის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტესტი მხოლოდ სიმპტომების მქონე შინაურ ცხოველებს ჩაუტარდებათ და დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ მეპატრონეების სახლებში იზოლაციაში გადაიყვანენ.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შინაური ცხოველიდან ვირუსის ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ამიტომ ცხოველების სპეციალურ დაწესებულებებში იზოლაცია საჭირო არ არის. თუმცა, თუ მეპატრონე ავად არის, ან ჰოსპიტალიზებულია და შინაური ცხოველის მოვლა არ შეუძლია, კატას ან ძაღლს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდება, საკარანტინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ რელიგიურ დაწესებულებაში კორონავირუსი კნუტს დაუდასტურდა. ვარაუდობენ, რომ კნუტს ვირუსი ინფიცირებული დედა-შვილისგან გადაედო.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!