მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა


  • worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა.

ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით 2.3 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 78.8 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 26 მილიონს უახლოვდება.

ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

7 − two =

Akismet ანტისპამი