„სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესები-არსებული ვითარება და გამოწვევები”


ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურმა ქსელმა’’ გამართა შეხვედრა თემაზე „სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესები-არსებული  ვითარება და გამოწვევები.’’

პროექტი მეხუთე წელია ხორციელდება. ამ პროექტს ორი წელიწადია დაემატა ახალი კომპონენტი სემინარებისა და დისკუსიების მრგვალი მაგიდა საქართველოს ექვს ქალაქში. „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის წარმომადგენლის’’ როდამ ცომაიას თქმით,  შეხვედრის მიზანი გახლავთ ვისაუბროთ სამშვიდობო პროცესებზე, იმ სამშვიდობო ინიციატივებზე და  პლატფორმებზე, რომლებიც დღემდე არსებობს. რამდენად მოქმედია, ან რამდენად უმოქმედოა, რა შეიძლება გავაკეთოთ, თუმცა ჩვენი ძირითადი სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდები. ჩვენ ვცდილობთ,  მაქსიმალურად, მეტ ახალგაზრდას, მივაწოდოთ ინფორმაცია სამშვიდობო პროცესების შესახებ. ცომაიას განმარტებით,  სამშვიდობო განათლება მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში. „რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო სემინარი-დისკუსია უნდა არსებობდეს,  თუნდაც პროგრამების სახით სხვადასხვა უნივერსიტეტებში, რადგან ახალგაზდებმა მეტი იცოდნენ კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესახებ. აუცილებლად უნდა იცოდნენ რატომ არის საჭირო დავიწყოთ დიალოგი.’’[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=BUoSxKd08J4[/embedyt]

შეხვედრაზე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის, ოკუპირებულ რეგიონებთან და ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე. მან ისაუბრა სახალხო დიპლომატიის აუცილებლობაზე.

„ ცალმხრივი არაფერია,  ერთობლივად, მაქსიმალურად ვეცადოთ,  რაც შეიძლება მეტი პოზიტივი შევძინოთ ამ პროცესს და როცა შედეგი დადგება და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ეს შედეგი, 90% დამსახურება იქნება სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და თითოეული თქვენგანის, ვინც ინტერსს იჩენს  ამ საკითხის მიმართ’’.

მან ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, რაც ადამიანებს ექმნებათ მუდმივად გადაადგილებისას, უკანონო დაკავებებზე, სწავლა – განათლების საკითხზე და კონფლიქტის მოგვარების გზებზე. „დღეს, ჩვენს თვალწინ, 21 საუკუნეში,  ირღვევა ჩვენს ქვეყანაში უფლება და ამას არღვევს საოკუპაციო ძალა, რომელსაც თავი მოაქვს მსოფლიოს ლიდერად პროგრესულად მოაზროვნედ’’.

ახალგაზედების არაინფორმირებულობაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციის „თანხმობის’’ ხელმძღვანელმა მარინა ფოჩხუამ. მისი თქმით, ახალგაზრდებმა არ იციან  კონფლიქტის წარმომავლობაზე, არც იმაზე, რა უძღოდა წინ ამა თუ იმ საომარ მოქმედებას, არც იმაზე, რა გაკეთდა წლების მანძილზე, ან რა არ გაკეთდა, რას ნიშნავს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი. განათლება, რომელიც ისწავლება უნივერსიტეტებში არის ძალიან სპეციფიური პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტებისთვის და საერთოდ, ახალგაზრდების განათლებისთვის არის ნაკლებად, თუმცა, ის, რაც სამოქალაქო განათლების მხრივ ხდება  სკოლებში, არის ძალიან წინ გადგმული ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მეტი ინფორმაციაა  იმ ახალგაზრდებისთვის მისაწოდებელი, ვინც აქ დაიბადნენ დევნილობის პერიოდში, ან პატარები წამოვიდნენ აფხაზეთიდან. მათთვის საჭიროა განმარტება  ძალიან ბევრი ისეთი მცნების, რაც მათ გაუჩენს მოტივაციას დაფიქრდნენ, იმაზე, რომ მათი თანატოლები, რომლებიც არიან გამყოფი ხაზის მხარეს, ისევე ფიქრობდნენ  როგორც მათზე, როგორც ესენი. ომი არავის  უნდა, მშვიდობა საჭიროა, მაგრამ საჭიროა პოლიტიკის შემუშავება და ისეთი პროექტების მოფიქრება, რომლებიც ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.’’

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!