შევეიცარიელი ქალბატონის საახალწლო საჩუქარი აკობიების ოჯახს


„ზუგდიდელები“- გე სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, აკობიების მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე  წერდა. ოჯახის დიასახლისისთვის  კესო აკობიასთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა სარეცხი მანქანის არ ქონა. კესო „ზუგდიდელებს’’ დაუკავშირდა და აცნობა, რომ მის ოჯახს, ამ დღეებში, ოჯახს საჩუქრად სარეცხი მანქანა გადაეცა.

რომ მასთან სახლში იმყოფებოდა „წმინდა გაბრიელის საქვოლმოქმედო ფონდის’’ ხელმძღვანელი სალომე ფაცაცია და საჩუქარიც მან გადასცა.

სალომე ფაცაცია: „ აკობიების მძიმე ოჯახური მდგომარეობის შესახებ, გაუგია შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველ ნინა დუარტეს. ქალბატონი დუარტე მე დამიკავშირდა, თანხა გამომიგზავნა, რათა აკობიების ოჯახისთვის სარეცხი მანქანა მეყიდა. ამის გარდა, ქალბატონი ბავშვებს ტანსაცმელსაც უგზავნის’’.

ოჯახის დიასახლისის კესო აკობიას თქმით, მის  სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ის ამბობს, რომ ახლა გაუადვილდება საოჯახო საქმეების კეთება.

კესო აკობია: „ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სალომე ფაცაცია და ქალბატონ ნინას, რომელმაც ჩვენი ოჯახის მიმართ გამოიჩინეს დიდი გულისხმირება. მჯერა, რომ ამ ქვეყნად არიან კეთილი ადამიანები, რომლებიც თავიანთი  შეტანილი წვლილით, უსაზღვრო სიხარულს ანიჭებენ ადამიანებს“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!