“ახალი სახეები”- თამარ ხვიტია და თათია ხონელიძე


დღეს, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ხვიტია და ფრანგულ-ქართული კოლეჯის მოსწავლე თათია ხონელიძე,  ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ორგანიზაცია “ოდაბადეს” და ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “ახალი “სარკმელი” ერთობლივი პროექტის “ახალი სახეების” სტუმრები იყვნენ.

თუმცა რაღა სტუმრები, ნორჩი შემოქმედები, “ახალი “სარკმელის” “გულების ოთახის” მინი სცენაზე ავიდნენ თუ არა, ისე გულწრფელად დაელაპარაკნენ მასპინძლებს, თითქოს მთელი ბავშვობა ერთად ჰქონდათ გატარებული, თითქოს ერთად წერდნენ იმ პოეტურ სტრიქონებს, რომლის გამხელა, დღეს, ერთი წუთითაც არ უთაკილიათ. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=AGQayggMl9Q[/embedyt]არანაირი ღელვა საკუთარი შემოქმედების პრეზენტაციის წინ,-ორმა შემოქმედმა ახალგაზრდამ,  თავიანთი გულწრფელი სტრიქონებით დიალოგი წარმართა მასპინძლებთან და ზუსტად ნახევარ საათში თავადაც, რიგით წევრებად შეუერთდნენ შეხვედრის ორგანიზატორებს-“ოდაბადეს” და “ახალ “სარკმელელებს”. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YmOfJ8N0tL4[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!