სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამატებით 40 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება


  • დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 2022-2023 წლებში დასაფინანსებლად წარსადგენი პროექტების განხილვა და მოწონება მოხდა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია უძღვებოდა და მას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, დღეს, 23 პროექტის განხილვა მოხდა, მათი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარამდეა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოწონებული და დამტკიცებული პროექტები იხილეთ ვრცლად: აბაშის მუნიციპალიტეტი • აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირში N5 ქუჩიდან ტყვირის ტაძრის მიმართულებით გზის მოწყობა. • აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში N1 ქუჩაზე ორფენოვანი ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით. ჩხოროწყუში ლექვარცხეს უბნის გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მიქვა-მუხურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, ულურიის ზედა და ქვედა უბნის გზის რეაბილიტაცია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის ადმინსტრაციულ ერთეულში,სამესხიო საკონჯარიოს გზის რეაბილიტაცია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ფოცხო-ეწერის დამაკავშირებელი რეაბილიტაცია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაღალის უბნის გზის რეაბილიტაცა.

ხობის მუნიციპალიტეტი: ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ კუთხე ნოჯიხევში შიდა სასოფლო გზის (ასფალტო-ბეტონი) მოწყობა. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში შიდა სასოფლო გზის (ცემენტო-ბეტონი) მოწყობა. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა დღვაბასა და ხამისკურის დამაკავშირებელი გზის (ცემენტო-ბეტონი) მოწყობა. ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საქირიოში გზის (ცემენტო-ბეტონი) მოწყობა. ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხოში გზის (ასფალტო-ბეტონი) მოწყობა. ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთისა და ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის (ცემენტო-ბეტონი) მოწყობა. ხობის მუნიციპალიტეტის თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საბუკიოში ბეტონის გზის მოეწყობა. ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის (ასფალტო – ბეტონი) მოწყობა. ქალაქ ხობში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის მოწყობა. ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში აია სოფიას ტაძართან მისასვლელი გზის მოწყობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!