მუზეუმისა და ბოტანიკური ბაღის პროექტზე “დადიანების ევროპული ბაღი“ რეგისტრაცია დაიწყო


  • რეგისტრაცია დაიწყო დადიანების მუზეუმისა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ერთობლივ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამაზე “დადიანების ევროპული ბაღი“.

პროგრამის ფარგლებში, დედოფლისეულ სასახლეში ბავშვები დაათვალიერებენ დადიანების მემორიალურ გამოფენას.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გიდის თანხლებით, მონაწილეები გაეცნობიან ბაღის ევროპულ, ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას და უნიკალურ მცენარეთა მრავალფეროვნებას.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს ორანჟერეის დათვალიერებასა და მცენარეების დარგვას.

პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. პროგრამის ხანგრძლივობა 90 წუთი გახლავთ. პროგრამის ღირებულება15 ლარია. რეგისტრაციის დღეებია: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი.

მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1.

დარეკეთ ნომერზე: 595 28 76 76.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!