საზაფხულო აქტივობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში


  • სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა, ცენტრის წარმომადგენლებთან და მშობლებთან ერთად საზაფხულო აქტივობებით გასული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეაჯამეს და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

მოეწყო საბავშვო ბაღების გამოსაშვები ჯგუფების საზეიმო გაცილება.

საზაფხულო აქტივობები გამოირჩეოდა სხვადასხვა სახის მრავალფეროვანი, თემატური ღონისძიებებითა და მშობლების აქტიური ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ საზღვრისპირა სოფელ ხურჩას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ორგანიზაცია “კეთილი სამარიტელის” წარმომადგენლებმა, საჩუქრები გადასცეს.

ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “ზაფხულო აქტივობებით შევაჯამეთ მიმდინარე სასწავლო სააღმზრდელო პერიოდი და 919 აღსაზრდელი გავაცილეთ ცხოვრების მომდევნო, მნიშვნელოვანი საფეხურისკენ. წარმატებები მინდა ვუსურვო ყოველ მათგანს და განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო აღმზრდელ-მასწავლებლების მისამართით მათი დაუღალავი მუშაობისა და ბავშვებისადმი სიყვარულის გამო”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!