სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, სესი ქვეყნის მასშტაბით კვერცხს ამოწმებს


  • სააღდგომოდ კვერცხზე გაზრდილი მოთხოვნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ წარმოებებს, იმპორტიორებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

კონტროლდება როგორც წარმოების პროცესი, ასევე კვერცხის ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ეტიკეტირების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სხვადასხვა პროფილის 1214 ბიზნესოპერატორთან. კვერცხის ადგილობრივ საწარმოებში ჩატარებული ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!