რუხის საავადმყოფოში ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა


  • რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტკივილის მართვის – ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ ჩარევებს.

სერვისში შედის:

ტკივილის მიზეზის განსაზღვრა, სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებული მედიკამენტებით ან ინექციებით, მცირე ინვაზიური პროცედურები, პაციენტთა ხანგრძლივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი – ოპერაციული მკურნალობაც.

ალგოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და ტკივილის მართვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები — მათ შორის ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რადიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი.

კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

11 + 19 =

Akismet ანტისპამი