25 აპრილიდან რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა იწყება


  • რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, იწყებს ფილტვის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამას.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლევა ხორციელდება დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის (LDCT) მეთოდით, რაც წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის „ოქროს სტანდარტს“ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.

პროგრამის მიზანია ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკის მინიმიზაცია.

სამიზნე ჯგუფი და კრიტერიუმები:

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ადგილობრივ და იძულებით გადაადგილებულ პირებს, 50-დან 70 წლის ჩათვლით, რომლებიც განეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს:

აქტიური მწეველები ან პირები, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს ბოლო 15 წლის განმავლობაში;

პირები დატვირთული გენეტიკური ანამნეზით (ფილტვის სიმსივნე ოჯახის წევრებში);

ფილტვის ქრონიკული დაავადებების (მაგ: ფქოდი) მქონე პაციენტები;

პირები, რომელთა პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია რესპირატორული სისტემისთვის მავნე გარემო-ფაქტორებთან(მაგ.აზბესტი).

პროგრამა ამოქმედდება: 25 აპრილიდან.

რეგისტრაცია: შესაძლებელია კლინიკის რეგისტრატურაში, ვიზიტისას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!