რისგან შედგება საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს


ის ფაქტი, რომ საკმეველის არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, ანიჭებს ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას, ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამას გარდა იგი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში, წყალსა, და, რაც მთავარია, ორგანიზმში! მაინც რა არის ამ სასწაულმოქმედი ნივთიერების საიდუმლო?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ საკმეველის დამზადების რეცეპტი თავად უფალმა უკარნახა მოსეს: “უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.”
სუფთა ლებონა – სწორედ ეს არის გუნდუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება. შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა.
სურნელოვანი ხელბანა – ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური და შარდმდენი თვისებები.ონიქსი – წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქვილ მდგომარეობაში უძველესი დოიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.
აღნიშნული კომპონენტების ერთად შეზვების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, ჭეშმარიტი ბიბლიური საკმეველის სამკურალო თვისებები. შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი!
აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსახურები ავადმყოფ ადამიანებს საკმეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით, წმინდა ძალებს განასახიერებს, ოთახს ავსებდა. მედიცინის ენაზე კი – ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა.
უმცირესი ნაწილაკები ფილტვებიდან ორგანიზმში შეღწევისას, ახდენს წარმოუდგენელ გამაჯანსაღებელ ეფექტს! საკმეველის კვამლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამარცხებს სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!