- პროგრამა “ჩემი პირველი ნერგის” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით პირველკლასელებმა უკვე 15 000-მდე ნერგი დარგეს. გამწვანების მასშტაბური აქცია 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ელექტრონული პლატფორმა (https://cheminergi.eiec.gov.ge/ka), რომლის საშუალებითაც თითოეულ ბავშვსა და მშობელს შესაძლებლობა აქვს, აქტივობებს თვალყური ადევნოს.
