ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში „დედაენის“ 150 წლის იუბილე აღნიშნეს


  • ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის – იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ პირველი გამოცემის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო – „დედაენა ჩვენი საგანძურია“ გაიმართა.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა – „დედაენა საუკუნეთა გზაზე“, რომელმაც დამთვალიერებლებს ქართული ენისა და წიგნის ისტორიის საინტერესო ფურცლები გააცნო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 + seven =

Akismet ანტისპამი