- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის (ხელმძღვანელი და პროექტის ავტორი: ნანი მოსიძე) ახალი ინიციატივის „სარკმელის მედიაექსპედიციების“ ფარგლებში, ახალი ზუგდიდიდან-ძველი ზუგდიდისკენ გაემართნენ სასახლის ინტელექტუალთა და ჟურნალისტთა კლუბების წევრები. მათ მოინახულეს ”მაცხოვრის გორა” ახალი საეკლესიო და სამონასტრო კომპლექსი, უძველესი ეკლესია და ზუგდიდელთა ძვალთშესალაგი.
დადიანების მიერ გორაზე აღმართული ციხე დარბაზის ნანგრევების ნაშთის ძებნაში, პროექტის მონაწილეებმა, მდინარე სინწის სანაპიროს შორიახლოს, არაერთი საინტერსო დეტალი დააფიქსირეს, მათ შორის, რამდენიმე საუკუნოვანი სამახსოვრო საფლავის ქვები, მათზე ამოტვიფრული სევდიანი ეპიტაფიებით.
მედიაექსპედიციის მიმდინარეობის პროცესში, ნორჩმა ჟურნალისტებმა გადაიღეს ფოტოები, ჩაწერეს ვიდეოინტერვიუები. ინტელექტუალებმა კი , ისტორიული ფაქტებისა და ზოგადი განათლების კუთხით ბლიც ინტერვიუები გამართეს.
„მედიაექსპედიციის“ პირველი მარშრუტი, კვირაცხოვლის (მაცხოვრისკარის) ეკლესიის მღვდლთან, მამა გალაქტიონთან გასაუბრებითა და მისი ლოცვა-კურთხევით დასრულდა.
