პირბადეების არტარებაზე ჯარიმის თანხამ შეიძლება დაიწიოს


  • მმართველი პარტია პირბადეების არტარებისთვის, 50-ის ნაცვლად, ახლა უკვე 20-დან 30 ლარამდე ჯარიმის დაწესებაზე ფიქრობს. ამის შესახებ აქტიურად მსჯელობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

მათი თქმით, არ უნდათ, რომ  მძიმე ტვირთად დააწვეს ეს ჯარიმა საზოგადოებას.

ცნობისთვის, თავდაპირველი ვარიანტით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა, ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტზე ბიუროს სხდომაზე მსჯელობენ. ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!