- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა, ქალაქის ტერიტორიაზე, სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს რომელიც გარემოს (ჰაერის) დანაგვიანებისათვის 35-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად 500 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ააიპ “ზუგდიდდასუფთავება” – ს ცენტრი ავრცელებს.
“მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით: თავი შეიკავონ ფოთლების, ბაღისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვისგან.
არსებობს ალტერნატიული გზა – კომპოსტირება, რომლის საშუალებითაც, ხმელი ფოთლებისგან ზიანის ნაცვლად სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ. მცირე ზომის ორმოში ან სპეციალურ მარტივ მოწყობილობაში მოთავსების შემდეგ, ხმელი ფოთლები დროთა განმავლობაში ნეშომპალად იქცევა, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო სავარგლებში სასუქად გამოვიყენებთ .
ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
არ დააბინძუროთ ატმოსფერული ჰაერი და არ შეუქმნათ საფრთხე ადამიანთა ჯანმრთელობას.
ერთად ვიზრუნოთ სუფთა და ჯანსაღ გარემოზე.”




