“ნუ დაწვავ”


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” თავის საქმიანობაში დიდ ყურადღებას უთმობს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, შემეცნებითი და სასწავლო პროგრამების განხორციელებას.

ვინაიდან ამ სეზონზე უფრო აქტუალურია მოსახლეობის მიერ ფოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვა, ამ თემასთან დაკავშირებით, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კერძო ბაგა-ბაღ “წითელქუდაში” ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით, “ნუ დაწვავ” .

ბაგა -ბაღ “წითელქუდაში” სტუმრად იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანამშრომლები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ნანა კოდუა, ტრანსპორტის სამსახურის სპეციალისტი ხათუნა მესხია და სპეციალისტი კობა კუხალეიშვილი.

შეხვედრა საინტერესო ვითარებაში ჩატარდა. აღსაზრდელებმა და ცენტრის თანამშრომლებმა ისაუბრეს თუ რატომ არ შეიძლება ფოთლების დაწვა და რა ზიანის მიყენება შეუძლია მსგავს ქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოზე. რომ ფოთლების დაწვით იზრდება ხანძრების საფრთხეებიც. ასევე ყურადღება გამახვილდა საჯარიმო სანქციებზე, რომელიც დაწესებულია კანონდამრღვევი პირებისთვის. თუ ადრე მსგავსი ქმედებისთვის პირი ისჯებოდა 200 ლარით, ახლა ჯარიმის ოდენობა 500 ლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აღსაზრდელებმა გამოავლინეს ცოდნა თუ როგორ და რატომ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს და დაიცვან ის დაბინძურებისაგან. ეს კი უდაოდ მათი მასწავლებლის, ქალბატონი ნონა ხუბუტიას დიდი შრომისა და ღვაწლის შედეგია, რისთვისაც მას საჯაროდ უხდის მადლობას ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს დირექცია.

ინფორმაციას “ზუგდიდიდასუფთავების ცენტრი” ავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!