ნეტავ, სად მიდიან სიყრმის მეგობრები?-ოთარ ოთხოზორიას და მარინე ფარცვანიას ხსოვნას


  • სიკვდილი ცხოვრების მწარე რეალობაა, მით უფრო, როდესაც დაუნდობლად წაგვრტაცებს კლასელებს, ბავშვობის მოგონებებთან ერთად.

ორი თანაკლასელის ერთდროულად წასვლა წუთისოფლიდან ორმაგად ტკივილიანია. ჩვენო ძვირფასებო: მარინე, ოთარ! ძალიან მძიმე წუთები გვიდგას… უკანასკნელ გზაზე მიგაცილებთ. ეს გზა იმაზე მეტად ტკივილიანი გამოდგა ვიდრე წარმოგვედგინა. ძნელია თქვენთან გამომშვიდობება. მერე რა, რომ გავიდა წლები… ჩვენ ხომ უანგაროდ, გულწრფელობით გვიყვარდა ერთმანეთი… გემშვიდობებით, მსუბუქი იყოს თქვენთვის მშობლიური ქართული მიწა. უფალს ებარებოდეთ მარინე, ოთარ.

კლასელები: თამარ (იმედა) ჯანაშია, კოტე ჭილაია, გოჩა ჩარგაზია, ქეთინო კილასონია, ბორის ნაჭყებია, ქეთინო ჟვანია, კლარა ზვამბაია, ლია ფარცვანია, მარინე დარსალია და ალიკო ალფენიძე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!