ნაწულუკუში თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა შენდება


  • ნაწულუკუს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია, კვების სივრცე, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახი, სპორტული დარბაზი, სათამაშო მოედანი და რეკრეაციული ზონა.

სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × four =

Akismet ანტისპამი