- ზუგდიდელი ახალგაზრდა, აკაკი ჩაკვეტაძე, მიმდინარე წლის ნოემბერში ოქსფორდის უნივერსიტეტის გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნული კონფერენცია ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ახალგაზრდული პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000-ზე მეტ დელეგატს აერთიანებს. ღონისძიება მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ დიპლომატიურ დისკუსიებში, იმსჯელონ გლობალურ გამოწვევებზე და საკუთარი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინონ.
