ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია


  • ბუქარესტში მიმდინადე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ნათია გადელიამ (81 კგ.) იასპარეზა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გადელიამ კონტინენტის პირველობის ატაცში 93 / 96 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.

ძალოსანმა აკვრაში 116 / 120 / 123 კგ. დაძლია და კვლავს ოქროს მედალი მოიპოვა.

ნათია გადელია ორჭიდში მოგროვილი 219 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × 1 =

Akismet ანტისპამი